სოციალური პროექტი: ,,მუზეუმები-ტრადიციების კვალდაკვალ“


#18 საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი: ,,მუზეუმები-ტრადიციების კვალდაკვალ“
ხელმძღვანელი: მზევინარ კონცელიძე
26.10 დან 7 .11. 2019 სასწავლო წელი

1.      პროექტის სახელწოდება: ,,მუზეუმები----ტრადიციების კვალდაკვალ“
2.      პროექტის ავტორი: მზევინარ კონცელიძე
3.      მონაწილები: მე-12  კლასის მოსწავლეები
4.პრობლემის ანალიზი: მოწავლეები ან არ ფლობენ ან აქვთ მწირი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და ქალაქის ცნობილი ადამიანების შესახებ.
5.პროექტის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების შესწავლა, ცნობილი  ადამიანების ბიოგრაფიების მოძიება. სოციალური უნარების განვითარება.
6. პროექტის ამოცანები:
1. პროექტის დაგეგმვა
2. მონიტორინგის ჯგუფის შექმნა
3. ვიზიტი მუზეუმებში
4.ინფორმაციის მოძიება ცნობილ ადამიანებზე
5. პროექტის შედეგების პრეზენტაცია.

7. განხორციელების ვადები: 15 ნოემბერი
8. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ესტუმრებიან მუნიციპალიტეტის მუზეუმებს, სპეციალისტების, უხუცესების, ცნობილი ადამიანების ახლობლებსა და ინტერნეტ გვერდების საშუალებით შეისწავლიან ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს.   მოახდენენ პრეზენტაციებს სკოლასა და თემში, განათავსებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გამოჩენილ ადამიანების პოპულარიზაციას. ომის დროინდელი  საბრძოლო იარაღების მონახულება (ქვემეხი, რევოლვერი, ტყვია წამალი, დანები და სხვა).
9. ამოცანების განსახორციელებად საჭირო აქტივობები და ვადები:

ამოცანა 1-2

ა. მოსწავლეებისა და მასწავლებელის პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების იდეების განხილვა და გეგმის შედენა.
ბ. მონიტორინგის ჯგუფის შედგენა.
გ. პროექტის გეგმის პრეზენტაციის დაგეგმვა-განხორციელება.
26-27 ოქტომბერი


10. ამოცანა 3-4 ა) მუზეუმებში ვიზიტი
1. ქ. ბათუმი-ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი;
2. წალენჯიხა-ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი;
3. მედანი-კალისტრატე სალიას სახლ-მუზეუმი;
4. ობუჯი-ლეი  ქიაჩელის სახლ-მუზეუმი;
5. ქ. ბათუმი-არქეოლოგიური მუზეუმი;
6. ქ. ბათუმი-ხელოვნების მუზეუმი 3 ნოემბერი

მუზეუმებში ვიზიტის პარალელურად მოძიებული და შესწავლილი იქნება დამატებითი ინფორმაცია გამოჩენილ ადამიანებზე სხვადასხვა წყაროების გამოყენებით.
ბ) მოძიებული ინფორმაციისა და ფოტო მასალის პრეზენტაცია 5 ნოემბერი.


ამოცანა 5. პროექტის შეჯამება-შეფასება, განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია
7 ნოემბერი
11. მონიტორინგი: მონიტორინგი მოხდება გზადაგზა, ყოველი ეტაპის შემდგომ, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები.
12. ინდიკატორები: მოსწავლეთა უკუკავშირები, პროექტის ხელმძღვანელის ანგარიში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
13. რისკები და ხარვეზები: უამინდობა, ინფორმაციის სიმწეირე.
14. პროექტის მდგრადობა: შესწავლილ იქნება ქ. ბათუმისა და რაიონის გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალები, მუზეუმებში დაცული ინფორმაცია, შეიქმნება სტენდები, პრეზენტაციები, რომლითაც ისარგებლებენ სკოლის დანარჩენი მოსწავლეებიც.


რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
მოსწავლის ინტელექტუალურ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ის საფუძვლიანად იცნობდეს მშობლიურ კუთხეს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და ამ კუთხის ცნობილ პიროვნებებს, ეს მიზანი და მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება დაედო საფუძვლად 2019 წლის ნოემბერში  მე-12 კლასელების მონაწილეობით განხორციელებულ პროექტს ,,მუზეუმები-ტრადიციების კვალდაკვალ.“
დავგეგმე მიზნის შესაბამისი აქტივობები, პროექტის დაგეგმვასა  და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები. დაგეგმილ ვადებში ვესტუმრეთ ქ. ბათუმისა და მუნიციპალიტეტის მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებს, მუზეუმების თანამშრომლების დახმარებით მოსწავლეებმა შეისწავლეს მათთვის აქამდე უცნობი დეტალები, პარალელურად ცნობილ ადამიანებზე ინფორმაციას იძიებდნენ ინტერნეტის და სხვა წყაროების (ცნობილი პიროვნებების ახლობლები, მეზობლები) დახმარებით.
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში სტუმრობის მუზეუმის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს ძვ.წ. 12-9 საუკუნეების, აგრეთვე მე-7-4 საუკუნეების უნიკალური არქეოლოგიური მასალები, მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს უძველესი პერიოდის ტრადიციული და ეთნოგრაფიული მნიშვნელობის ოდა-სახლის მონახულებისას. ობუჯში ლეო ქიაჩელზე გვესაუბრა ბატონი თეიმურაზ მესხია. წალენჯიხის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლემა ოლეგ სალიამ დეტალურდ გაგვაცნო წალენჯიხის ყოფითი კულტურა. გრანელის პოეზიას და ცხოვრებას მოსწავლეები გაეცნენ გრანელის სახლ-მუზეუმში. თანასოფლელ ლიმენტი ელიაზე საინტერესოდ  გვესაუბრა  მისი ნათესავი ქალბატონი ზაირა შელია. მოსწავლეების ემოციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როცა მოინახულეს ჩვენი, ქართველ მხატვართა მთელი პლეადა: ნ. ფიროსმანის, გ. გაბაშვილის, ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაის და სხვათა ნამუშევრები, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას გაუთქვეს სახელი.
მოძიებული მასალა პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს სკოლაში სხვადასხვა სახით, შთაბეჭდილებები გაუზიარეს თანატოლებსა და მასწავლებლებს.
მოსწავლეები განსაკუთრებით აქტიურობდნენ რესპოდენტებთან ურთიერთობის დროს. პროექტის მეშვეობით მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა თანაქალაქელებსა და თანარაიონელებზე, განუვითარდათ სოციალური უნარ-ჩვევები, ვფიქრობ მსგავსი პროექტები მოსწავლეებს  აღუძრავს  ინტერესს და განუვითარებს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებსაც.











Комментариев нет:

Отправить комментарий