სოციალური პროექტი " ჩვენი სკოლის ეზო"


 პროექტის სახელი: ,,ჩვენი სკოლის ეზო
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის სტრატეგიული მიზანია  პლენერზე  ხატვა.
 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება.
პროექტის ხელმძღვანელი: მზევინარ კონცელიძე
პრობლემის განსაზღვრა

იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლე ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ის არის პიროვნება, რომელიც სწავლობს სკოლაში, სადაც მას აქვს საუკეთესო სასწავლო გარემო. სკოლა ვიზუალურად უნდა იყოს მიმზიდველი.ჩვენი სკოლას დიდი ეზო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ზრუნავენ ეზოს გამწვანებაზე, ნიადაგი არცთუ ისე ნოყიერია და ნერგებს გახარება უჭირთ, ამიტომ პრობლემა, რომელიც სკოლის წინაშე დგას, სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანებ თითოეული მოსწავლის და მასწავლებლის ჯანსაღი ამბიციაა. თითოეული მოსწავლე უნდა ცდილობდეს საკუთარი წვლილის შეტანას სკოლის ეზოს კეთილმოწყობაში.
სკოლა ახალი გარემონტებული გვაქვს და ეზოც ქვაფენილებით არის მიპირკეთებული. გაზონებში დავრგით ლამაზი ყვავილები.

პროექტის მიზანი:
პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს მიაღწიოს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლი ცხოვრებაში, რათა მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად თავადაც იზრუნონ სკოლის ვიზუალურ სახეზე. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს სკოლაში პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას მოსწავლის, მასწავლებლის თანამშრომლობით. მოსწავლეები გამოიმუშავებენ საკუთარის მოვლისა და პატრონობის, პატივისცემის, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, მსჯელობის, აღქმის, ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის, სოციალურ და კულტურულ უნარჩვევებს.




ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: 
) ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა:
მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;

პროექტის ამოცანები:

პროექტით დასახული მიზნის უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ამოცანის განხორციელება:
v  სამუშაო ჯგუფის ფორმირება.
v  ჯგუფზე ფუნქციის გადანაწილება (მიწის დამუშავება, ნერგების მოძიება).
v  კონკრეტული სამუშაოს დროულად შესრულება.
v  პეიზაჟის ხატვა.
v  პლენერზე ნახატის შესრულება.


პროექტის განხორციელების გზები:

პროექტი განხორციელდება 10 დღით. (10 ნოემბრიდან-20 ნოემბრამდე)
პროექტს განახორციელებს სამუშაო ჯგუფი  VII კლასი.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გამოყენებული იქნება სკოლის წინა ფასადი.
მასწავლებლის ფუნქციაა უხელმძღვანელოს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.დაგეგმოს სამოქმედო გეგმა და ჩაატაროს მონიტორინგი.




სამუშაო განრიგი:
სამუშაოს დასახელება
o   კონკრეტული ტერიტორიის მომზადებამოწესრიგება  (ნოემბერი)

o   სანერგე მასალის მოძიება  (ნოემბერი)


o   მცენარეთა დარგვა (ნოემბერი)

მოსალოდნელი შედეგები:

Ø  სკოლის ეზოს კეთილმოწყობა, გამწვანება. მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სკოლის შიდა ცხოვრების და სკოლის ვიზუალური სახის ფორმირებაში.

Ø  ამ პროექტით გაიზრდება მოსწავლეებში ბუნებისადმი პატივისცემის გრძნობა, გააცნობიერებან რომ ბუნებაზე ზრუნვა საკუთარი სკოლის ეზოდან უნდა დაიწყოს.რასაც მაგალითის ძალა ექნება როგორ ტანატოლებზე, ისე ზოგადად საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებაზე.

Ø  პროექტის განხორციელების პროცესში მუშა ჯგუფის მონიტორინგს აწარმოებს მასწავლებელი.

 მონაწილეთა ასაკი: 12  წელი.
 ვადები/ხანგრძლივობა: 2019 წლის  ნოემბერი
პროექტი შესაძლო აქტივობები კლასში:
) სამუშაო ჯგუფზე ფუნქციების გადანაწილება.
) პლაკატების მომზადება.
) ფერადი ფანქრებითა და თაბახის ფურცლების მომზადება.

სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება არა მარტო  მე-VIIკლასი, არამედ სხვა მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე. ყოველივე ამის თანამდევი შედეგი იქნება მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის ამაღლებ,რაც უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე.

პროექტის ბიუჯეტი:
მოხალისეობრივი საწყისები.

პროექტის რესურსი:
ფურცლები, ფერადი ფანქრები, ვიდეო და ფოტო მასალა სკოლის ისტორიის შესახებ, ეზოს დასუფთავებისთვის საჭირო ნივთები, სხვადასხვა სახეობის ნერგები, ნიჩბები, ვიდეოგადამღები, ადამიანური რესურსი.

 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მოსწავლეები  დახმარებით ინტენსიურად ეძებენ ინტერნეტში ( სხვადასხვა ჯიშის მცენარეებზე) ინფორმაციებს. ამზადებენ  მარტივ პრეზენტაციას. შემისრულეს ნორჩმა მხატვრებმა. კარგი ნახატი, ,,ჩვენი სკოლა“.

პასუხისმგებელი პირი:
პროექტის ხელმძღვანელი-მზევინარ კონცელიძე






შეფასება და თვითშეფასება
შეფასების სქემა მოსწავლეთათვის.



კრიტერიუმი
მაღალი


საშუალო
დაბალი

ვმონაწილეობდი კონკრეტული ტერიტორიის მომზადებამოწესრიგებაში

კარგად შეასრულეს პლენერზე ხატვა




მონაწილეობა მივიღე
მცენარეთა დარგვაში





         








მასწავლებლის  თვითშეფასების  რუბრიკა



კრიტერიუმები

დიახ
არა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა მოსწავლეთა ინტერესები.
პროექტი
გაწერილ დროში შევასრულე.






არჩეული სტრატეგიით მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს.
მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა ყველა ეტაპზე.



                                                 პროექტის რეფლექსია
 პროექტის  მიზანია სსიპ  ქ. ბათუმის მე-18   საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს მიაღწიოს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლი ცხოვრებაში, რათა მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად თავადაც იზრუნონ სკოლის ვიზუალურ სახეზე. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს სკოლაში პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით. მოსწავლეები გამოიმუშავებენ საკუთარის მოვლისა და პატრონობის, პატივისცემის, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, მსჯელობის, აღქმის, ინიციატივისა და დამოუკიდებლად მუშაობის, სოციალურ და კულტურულ უნარჩვევებს,ამასთანავე იზრუნებენ გარემოზე,ჩამოუყალებდებათ ჩვევა ჯანსაღი გარემოს შექმნისა და ეკოლოგიურად სუფთა  გარემოში ცხოვრებისა.
ნორჩი მხატვრების სურვილი იყო, რომ დაეხატათ ჩვენი სკოლა, ჩვენი ეზო.

ამ პროექტით ჩემი მოსწავლეები გადიან ესგ-ს შემდეგ შედეგზე:
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

ბუნ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სვამს მარტივ კითხვებს შესასწავლი სხეულის/მოვლენის შესახებ;
·         უსაფრთხოების წესების დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში;
·         ამოიცნობს, აღწერს  და ახარისხებს  სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;  
·         აგროვებს და ჩაინიშნავს კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო  მონაცემებს (ნახატების, პირობითი ნიშნების საშუალებით);
·         ეფუძნება პირად მოსაზრებებს ან/და დაკვირვების შედეგებს დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად;

პროექტით დასახული მიზნების უზრუნველსაყოფად განვახორციელე შემდეგი ამოცანები: მოვახდინე სამუშაო ჯგუფის ფორმირება. ჯგუფებს გავუნაწილე  ფუნქციები, მშობლების დახმარებით დავამუშავეთ მიწა,  მოვიძიეთ სხვადასხვა ჯიშის ნერგები, რომლებიც დავრგეთ შესაბამის ადგილებზე.
ნახატის შესრულება, ჩვენი სკოლა, ჩვენი ეზო.
          როგორც მოსალოდნელი იყო სკოლის ეზოს კეთილმოწყობამ და  გამწვანებამ გაზარდა მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა სკოლის შიდა ცხოვრებაში და დადებითად იმოქმედა სკოლის ვიზუალური სახის ფორმირებაში. ასევე დაინტერესდნენ ნორჩი მხატვრები ნახატის შესრულებას.



          ამ პროექტით გაიზარდა მოსწავლეებში ბუნებისადმი პატივისცემის გრძნობა, მათ გააცნობიერეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა საკუთარი სკოლის ეზოდან უნდა დაიწყონ.რასაც მაგალითის ძალა ექნება როგორ თანატოლებზე, ისე ზოგადად საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებაზე. პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეები იღებდნენ სამუშაოების შესრულების ამსახველ ფოტოებს, რომლებიც გამოიყენეს პლაკატის დასამზადებლად.პროექტის განხორციელებამ მოზარდებს გაუღრმავა ცოდნა.მათ მიიღეს მეტი ინფორმაცია.
  პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, შემოქმედებითი, ანალიზის, სინთეზის, ისტ-ის გამოყენების, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.ვფიქრობთ, პროექტმა შედეგი გამოიღო, რასაც ვიმედოვნებდით პროექტის დასაწყისში.პროექტის განხორციელების შედეგად გაიზარდა არა მარტო მე-
VII-ე კლასის, არამედ სხვა მოსწავლეთა პასუხისმგებლობაც სკოლის წინაშე.

მ. კონცელიძე

 

 
 








Комментариев нет:

Отправить комментарий