სოციალური პროექტი: ,,ერთი დღე ზღაპრულ გარემოში"

სოციალური პროექტი სოციალური პროექტი სოციალური პროექტი   
,,ერთი  დღე  ზღაპრულ  გარემოში"

ა) პრობლემის აღწერა-განსაზღვრა:
სოციალური პროექტი, რომელიც მე-12 კლასთან ერთად დაიგეგმა, საზოგადოების ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას ეხება. ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების, სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან. სკოლა ინტეგრირებულია გარკვეული  კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების  მოსწავლეებთან,  მაგრამ არის კატეგორია, რომელთაც საგანმანათლებლო სივრცეში  ინტეგრირება ვერ ხერხდება, ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან, მინდოდა ჩემს კლასს  ერთი დღე  გაეტარებინა მათ წრეში, რათა მეტად შეეგრძნოთ რამდენად საჭიროებენ ეს ბავშვები  მხარდაჭერას, სწორედ პროექტის დადებითი მხარეც ეგ რის, ისწავლონ სამყაროს რეალური აღქმა, შეძლონ მსგავს სიტუაციებში ადეკვატური მოქცევა, ემპათია გამოხატონ, იზრუნონ ამ კატეგორიის ადამიანებზე.
ბ)მიზანი: სოციალური პროექტის ზოგადად მიზანია სოციალური თანასწორობის, თანადგომის დეკლარირება, ამ პროექტის  განხორციელების მიზანია, ახალგაზრდებმა შეძლონ საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება და თანადგომა ჭირდება  ყველაზე მეტად და აუცილებელია, რომ ისინი ჯგუფების მიმართ იყვნენ ადეკვატურები. მოქალაქის, პიროვნების მოვალეობები კარგად გაიაზრონ, დემოკრატიული პროცესების თანამონაწილეობისათვის მოემზადონ, ადამიანური პასუხისმგებლობები გაითავისონ.
გ) პროექტის ამოცანები:
1)      მოსამზდებელი სამუშო.
2)      საჭიროებების დადგენა.
3)      ბიუჯეტში თანხის მოზიდვა.
4)      ადმინისტრაციასთან შეთნახმება.
5)      პროექრის განხორციელება
დ) განხორციელების გზები:
1)    კლასთან ერთად ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდის გამოყენებით მოვახდინეთ იდეების გენერირება, რა ტიპის სოციალური პროექტის განხორციელება გვინდოდა. რამოდენიმე ვარიანტი არსებობდა, ხმის მიცემის წესით უმეტესობამ შეარჩია პროექტი ,,ერთი დღე ზღაპრულ გარემოში.“
2)    პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იყო გარკვეული ბიუჯეტი, სკოლის ადმინისტრაციის თანხმობით, მშობელთა აქტივისტებს დავუკავშირდით და გავაცანით ჩვენი გეგმები. მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა ბიუჯეტი საკუთარი ნაშრომების რეალიზებით შეავსო. (ხელნაკეთი ნივთები) საბედნიეროდ მშობლების მხარდაჭერით, ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდა.
3)    იმისათვის, რომ დაგვედგინა დღის ცენტრის ბენეფიციარები რას საჭიროებდნენ ყველაზე მეტად დავუკავშირდით ადმინისტრაციას. პედაგოგებს, რომლებსაც პირადად ვიცნობთ. გამოიკვეთა საჭიროებები: სახატავი რვეული, ფანქრები, ფერადი ფურცლები, წებო.18/11-მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ საკანცელარიო ნივთების შეძენა.
4)    პროექტის განხორციელების  ვადები.
ეტაპი
საქმიანობა
I
მოსამზადებელი სამუშაო
ოქტომბერ-ნოემბერი
II
განხორციელება პროექტის
2019 წლის 7 ნოემბერი

5)      ბიუჯეტი
სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დავგეგმეთ მშობელთა აქტივისტებთან შეხვედრა,სურვილისამებრ სოციალური პროექტის განხორციელებისათვის მზად ყოფნა გამოთქვა მშობელთა კომიტეტმა. ბიუჯეტში ფულადი შენატანი განვახორციელე მეც. საერთო ჯამში 180 ლარი შევკრიბეთ აქედან 60 ლარი საკანცელარიო ნივთებში დაიხარჯა, 70 ლარი ტკბილეულობაში, 40 საჰაერო ბურთები და საყვირებში 10 ლარი სამგზავრო ხარჯები.
ე) მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეცნობიან ჯგუფს, რომელთა მიმართაც თითოეული მოქალაქის დამოკიდებულება უნდა იყოს მნიშვნელოვანი, საკუთარი თვალით ნახავენ რამდენად ჯეროვნად არის სახელმწიფოს მხრიდან მათზე ზრუნვა განხორციელებული.
აცნობიერებენ, როცა თავად  გახდებიან სრულწლოვანი მოქალაქეები და სახლმწიფოს მართვაში მონაწილეობის საშუალებას ექმნებათ, რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მიუდგენენ მსგავს პრობლემებს.
ვ) პროექტის დაგეგმვა და მენეჯმენტი: მომზადების პერიოდში შესაძლებლობა-უნარის გათვალისწინებით მთელი კლასი აქტიურად ჩაება მზადების პროცესში.
ნაწილი ფინანსებს განკარგავდა, ნაწილმა მუსიკალური პროგრამის მომზადებაზე იზრუნა.
ზ) მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის განხორციელების დღეს, მთლიანად იღებდა მონაწილეობას მე-12 კლასის მოსწავლეები.
ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ  ისინი კარგად გაერთნენ და ისიამოვნეს ჩვენი მათთან ყოფნით და კმაყოფილი ბენეფიციარები, მათი ბედნიერი სახეები და პროექტის მონაწილე მოსწავლეების დადებითი და ემოციური განწყობა იმდენად  ამაღლებული იყო, რომ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია და ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა აამაღლა მოსწავლეებში მოტივაცია იმისა, რომ ისინი სამომავლოდ კვლავ შეეცდებიან დაგეგმონ მსგავსი საინტერესო, მეტად პროდუქტიული და ეფექტური სოციალური პროექტები.

რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
სოციალური პროექტი სოციალური პროექტისოციალური პროექტი
,,ერთი დღე ზღაპრულ გარემოში“- ყველა მიზანი ზედმიწევნით მიღწეულია. სიყვარული, სითბო ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, რაც მახინჯაურის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებსა და მოსწავლეების შორის დამყარდა, ამის ნათელი დადასტურებაა. მოსწავლეები მღეროდნენ, ცეკვავდნენ ერთად და ძალიან ბედნიერები იყვნენ.
გეგმით დასახული ყველა აქტივობა ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა, თითქმის არ იყო ხარვეზი.
ყველა კომპონენტებში დაგეგმვიდან  განხორციელებამდე პროექტი იყო წარმატებული, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო.
პროექტის მონაწილეები გაეცნენ სოციალურად ყველაზე მძიმე საჭიროებების მქონე პირებს. მეორე დღეს თითოეულის აზრი მოვისმინე, ამბობდნენ რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ, ბევრი რამ დააფასეს და ისწავლეს, ძალიან ბევრისთვის  ასეთ პროექტებში მონაწილეობა არ იყო უცხო, ისინი ძალიან ხშირად მონაწილეობენ მსგავსი ტიპის პროექტებში და ამით ბედნიერები არიან.
პროექტის განხორცილების გზა, უმნიშვნელო პრობლემაც კი არ ყოფილა, რაც ძალიან მახარებს. მადლობას ვუხდი პროექტებში მონაწილეებს: ყველა მოსწავლეს, მშობლებს, მათ დამრიგებელს და ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.


Комментариев нет:

Отправить комментарий